„როცა პოლიტიკურ პარტიას უზღუდავ, რომ პოლიტიკურ რეკლამაში ანტირეკლამა 25 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს, როცა მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დაბლოკოს პოლიტიკური რეკლამა და განსახილველად გადასცეს კომუნიკაციების კომისიას კანონთან შეუსაბამობის მოტივით და ამ კომისიას ათდღიანი ვადა აქვს, ეს ყველაფერი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და პარტიებს უზღუდავ თავის საქმიანობას.
ვითხოვთ, ეს მუხლები გასწორდეს და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება მიეცეთ, მთავრობას ოპონირება გაუწიონ და თავიანთი გზავნილი ხალხამდე მიიტანონ. სიძულვილის ენის რეგულაციები შემოთავაზებულია კონვენციით, რომლის მუხლები საკმარისი იქნება. შეიძლება, ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ეს არის მიუღებელი და პოლიტიკური პარტიების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს”.
ლევან ბეჟაშვილი, ენმ-ის წევრი