ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიღაც კონკრეტული ჯამბაზის სიტყვებზე გამოვიდე და თავი ვიმართო, არასერიოზულია” – კალაძე გიორგობიანზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ტენდერების საშუალებით კომპანიების გაკოტრებას და ბიზნესმენ და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრასთან კალაძის კავშირს ეხებოდა განაცხადა, რომ ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი რაღაც სისულელეს იტყვის, ის გამოვიდეს და თავი იმართლოს, მგონი არასერიოზულია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდებები არასერიოზულია. რაც შეეხება გიორგობიანის კომპანიის გაკოტრებასთან მერიის კავშირს, კალაძისთვის ეს ბრალდებაც გაუგებარია. ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ თუკი კომპანია ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მერია მასთან ურთიერთობას წყვეტს.

„შეგიძლიათ თავად კომპანიას ჰკითხოთ ეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეთ საკვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია ის ვალდებულება, რაც აქვს ნაკისრი კომპანიას ხელშეკრულებით შეასრულოს. ეს მხოლოდ კვებას არ ეხება. იგივეა სამშენებლო მიმართულებითაც თუნდაც. როდესაც შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, იყოს სხვა კომპანია, რომელიც ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებას და მოგვიწია იმის გაშვება. გამოვაცხადეთ ტენდერი, იყო კონკრეტული კომპანია გამარჯვებული, ემსახურებოდა ბაღებში კვების უზრუნველყოფას, შემდეგ შეექმნათ პრობლემები, ვერ უზრუნველყოფდნენ საკვების მოტანას და მოგვიწია მათი გაშვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ტენდერებში მერიის მიერ დაბალი ფასის დაწესებას, თბილისის მერი ამ ბრალდებებსაც აბსურდულს უწოდებს.

„მერია ვერ აწესებს ფასებს, ტენდერი ცხადდება და ტენდერის საფუძველზე დგინდება ფასები. ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი, რაღაც სისულელეს იტყვის, მე გამოვიდე და თავი ვიმართლო, მგონი არასერიოზულია“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....