„ხელისუფლება ძალიან უცნაურად იქცევა, მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთის მხრივ ახდენს დეკლარირებას პროექტის მხარდაჭერის და მეორეს მხრივ ეწევა პროექტის დისკრედიტაციას და ეს არ ეხება მხოლოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასე რომ, ეს ნაბიჯი ბლოკირებას მოახდენს ამ ძალიან უცნაური თამაშის, რასაც ხელისუფლება აწარმოებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ხელისუფლება გარკვეული შანტაჟის ენაზე ელაპარაკებოდა, მათ შორის ამერიკელებსაც, ის ამბობდა ამ პროექტს მე ავაშენებ და არა კონსორციუმი. მე – ოღონდ მომეცით გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები ან არადა პროექტი საერთოდ არ აშენდება. ამერიკელების ჩართვის შემდეგ, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ანაკლიის პორტის საბოტირება“
გია ხუხაშვილი, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში
“ინტერპრესნიუსი”