“დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გვაქვს ზრდის ტემპის შემცირება და ტურისტული ვიზიტების ჯამური ზრდა მხოლოდ 1%_ს შეადგენს, რაც წინა თვეების ინერციის დამსახურებაა. იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი გვქონოდა 20% მაინც, როგორი გათვლაც გვქონდა, რადგანაც ივლისიდან იწყებოდა პიკური სეზონი, ამის ნაცვლად, მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია აჭარაში, სადაც ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს ტურისტის შემცირება. აჭარაში ივნისთან შედარებით ივლისში ექვსჯერ შემცირდა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი, ეს განსაკუთრებით რუსეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებს დაეტყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ ისახება მოსახლეობაზე. დაკარგული შემოსავლები ქმნის ნეგატიურ მოლოდინს და ეს აისახება მთლიანად სექტორზე“
მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუ