ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა Royal Swinkels Family ქართული „არგო“-ს 40% შეიძინა

2019 წლის 31 ივლისს უძველესმა ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა კომპანიამ, Royal Swinkels Family Brewers-მა, ლუდსახარში „არგოს“ 40% იყიდა და ქართულ ბაზარზე თავიანთი წილი 15%-მდე გაზარდეს. როიალ სვინკელსებმა ბრენდი „ბავარიას“ წარმოების ლიცენზია პირველად საქართველოში 2016 წელს გასცა. ხოლო 2017 წლიდან, „არგოსთან“ ერთად, მეორე ბრენდი, „ჰოლანდიაც“ ჩაუშვა.

„ეს ჩვენი ზრდისთვის სასარგებლო ნაბიჯია. საქართველოს ბაზარი ჩვენი ბრენდებისთვის დიდი პოტენციალია. ტურიზმისა და ლუდის ბაზრის სისტემატური ზრდის გამო, ჩვენთვის აქაურობა საინტერესოა. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე კი საექსპორტოდ ხელსაყრელ გარემოს გვაძლევს. ამ წილის შესყიდვით ვადასტურებთ „არგოსთან“ წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებსა და კონტრაქტს”, – განაცხადა პიერ სვინკელსმა, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„საქართველოში ლუდის ბაზარი მზარდი და დინამიურია. ჩვენი კოლაბორაცია Royal Swinkels Family-სთან, უფრო დიდი როლის თამაშის საშუალებას გვაძლევს ამ ბაზარზე“, – ამბობს „არგოს“ გენერალური მენეჯერი, ვასილ სულხანიშვილი.

იტვირთბა....