ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია.

ცნობისათვის, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი, 3-4 ბალიანი შტურმი იყო გამოცხადებული და მაშველებს წითელი აფრები ჰქონდათ აღმართული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.

იტვირთბა....