“ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ „რუსთავი 2“, ყველამ ერთად დავუკარგეთ შანსი მას, რომ ფლაგმანი თავისუფალი ტელევიზიის სახელი დაებრუნებინა. ახლა ერთმანეთისკენ თითის გაშვერა არანაირ შედეგს არ იძლევა. უბრალოდ, მინდა ყველამ გაიაზროს, რა მოხდა. სამწუხაროდ, ვხედავ იმასაც, რომ საზოგადოების ნაწილი დაანონსებული ორი ტელევიზიის გახსნას დიდი ენთუზიაზმით ჩაეჭიდა, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა. ამასობაში უზარმაზარი ძვრა მოხდა, აფხაზეთის დაკარგვის ტოლფასი”.
დავით დვალი, “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი