ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოსმონავტების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა კოსმონავტების ქუჩის N43, N45, N47 და N49-ის მიმდებარედ, 5 050 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული საფარი უკვე მოიხსნა, გზის საფუძველი მოეწყო და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო 375 გრძივი მეტრი ბორდიური, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის მეორე ფენა დაიგება.

პროექტის ფარგლებში, კოსმონავტების ქუჩის N43-49-ის მიმდებარედ, დიდუბის გამგეობამ ასევე, სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობაც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხოშარაულის შესახვევშიც, სადაც ასფალტის საფარი 2 897 კვ.მ ფართობზე დაიგება.

საგზაო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს.

იტვირთბა....