“რუსთავი 2-ის” იურისტი, თამთა მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მას HR ხელმძღვანელმა აცნობა.
“დღეიდან ვიყავი შვებულებაში, შევთანხმდით ამაზე გენერალურ დირექტორთან, პარასკევს. დღეს მივიღე HR ხელმძღვანელისგან ინფორმაცია, რომ შვებულებაზე არაა დასტური და სამსახურიდან გამათავისუფლეს. მეტი არაფერი ვიცი. მივალ დღეს და გავარკვევ, რა საფუძვლებით და რატომ”- უთხრა “მეტრონომს” თამთა მურადაშვილმა.