ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“20 სექტემბერს ქუდზე კაცი გამოვალთ” – მაქარაშვილი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით აქციას აანონსებს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, თუ მანამდე გაქაჩა ამ მთავრობამ გახარიას ზურგით თრევა, მერე უბრალოდ მოუწევს ხელიდან გაშვება.

მისი თქმით, 1-2 სექტემბრიდან მასშტაბური აქციის ფორმატზე გადავლენ, ხოლო 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დაუძახებენ“.

„20 სექტემბერი იქნება 3 თვე გავრილოვის ღამიდან, სამი თვეა „სირცხვილია“, თუმცა მანამდე იქნება მთელი რიგი ამბები, მათ შორის რეგიონებში გასვლები. ყველა ქალაქსა და სოფელში ვაპირებთ ჩასვლას, რომ იქ კარდაკარ მივიტანოთ ამბავი. განა ის, რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომელსაც ხმა გვინდა, მოგვცენ. უბრალოდ ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი ხანია, ვიძახით, რომ ამას ვაპროტესტებთ და ეს გვინდა, რომ მოხდეს და ასე ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქი თბილისი, რომელიც ფაქტობრივად, მესამედზე მეტია რაოდენებით მთელ ქვეყნის თუ მეტი არა, საკმარისი არ არის, რომ ქვეყნის მთავარი ამბები გადაწყვიტო. იმიტომ, რომ სულ ეს პრობლემა იყო, შიგნით პატარა ვიწრო წრეში წყდებოდა და მერე უკვე გადაწყვეტილი ამბავი გადიოდა რაიონებში,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

იტვირთბა....