რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიისა და შეერთებული შტატების მთავრობას წერილს უგზავნის, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი უხეშად ჩაერივნენ რუსეთის შიდა საქმეებში, რომელიც მოსკოვში, 3 აგვისტოს უმოწყალოდ დარბეულ მიტინგს უკავშირდება. ამის შესახემ პირდაპირ ეთერში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ისაუბრა.
მარია ზახაროვას თქმით, რუსეთში ამერიკის საელჩომ დეტალებში გამოაქვეყნა მიტინგის შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენებით დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია. ზახაროვას თქმით, გერმანულმა გამოცემა Deutsche Welle-მ რუსულ ენაზე მოუწოდა მომიტინგეებს გასულიყვნენ აქციაზე.
“რუსეთის საგარეო უწყება გეგმავს მიმართოს გერმანიის მთავრობას და აცნობოს ამის შესახებ” – ამბობს ზახაროვა.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქში საკმაოდ ბრუტალური მეთოდებით დააკავეს 1000-მდე დემონსტრანტი, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. თუმცა, პუტინის ხელისუფლება ოფიციალურად, 600 დაკავებულის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. დემონსტრანტები თავისუფალი არჩევნების უფლებას მოითხოვდნენ.