ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საარჩევნო ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას” – ოხანაშვილი

“საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ცვლილებების მიზანს “სამართლიანი თამაშის” წესების შემოღება წარმოადგენს. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სრულად იზიარებს ეუთოს რეკომენდაციებს, რაც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების კუთხით დადებითად აისახება.

“მმართველმა გუნდმა გადადგა გაბედული ნაბიჯი, რათა შემოვიტანოთ სამართლიანი თამაშის წესები და მივცეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში გავუწიოთ ერთმანეთს კონკურენცია. ეს ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმას – იმ უპირატესობებზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პირობებში გვაქვს,” – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....