უბედური შემთხვევა ეგვიპტეში – კაიროში , ონკოლოგიურ ცენტრთან, ავტომობილის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ავტოსაგაზაო შემთხვევის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის გაზის ავზი აფეთქდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
ქვეყნის ხელისუფლებამ აფეთქების ტერაქტთან კავშირი გამორიცხა. 30-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 8 000-ზე მეტი ავტოავარია მოხდა, რომელთა შედეგადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 12 000-მდე კი დაშავდა.