„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები, ხელფასების მომატების მოთხოვნით, შესაძლოა გაიფიცონ. გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნას, რომელთა ხელფასი 1000 ლარს არ აღემატება, ადმინისტრაცია არ აკმაყოფილებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “საქართველოს რკინიგზა”. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმძღვანელობა ყველაფერს ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა მოთხოვნები.
“განვმარტავთ, რომ ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.