ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადმიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
გარდაცვლილთა და დაჭრილთა შორის მექსიკის მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ადასტურებს.
მედიის ცნობით, „უოლმარტის“ სავაჭრო ცენტრში 21 წლის პატრიკ კრუსიუსი შეიჭრა და იქ მყოფებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაკავებულია.