დედაქალაქის ცენტრში უწყვეტი აქციები ისევ გადაცემების ფორმატში გრძელდება. პარლამენტის წინ მოწყობილი სპეციალური სტუდია გუშინ ელენე ხოშტარიას და დავით უსუფაშვილს მასპინძლობდა. გადაცემის მთავარი თემა ნიკა გვარამიას მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას ეხებოდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიას დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ოპონენტების დევნით მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.
„ეს არის რეპრესიების ერთ-ერთი განშტოება, ცხადია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პასუხი კი არ აგოს იმაზე, რაზეც უნდა აგოს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, ვითომ, დააშინოს მოსახლეობა. ნიკა გვარამია რომ სძულს „ქართულ ოცნებას“, მე მგონი, ამას არც არავინ უარყოფს. მთლიანად ეს არის მცდელობა, ვითომ, ძალის დემონსტრირების, მაგრამ კომიკურია ასეთი ხელისუფლება,“ – განაცხადა ხოშტარიამ.