მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“სწორედ ფინანსები იქნება ის ინსტრუმენტები, რომლითაც რუსთავი 2-ს მოგუდავენ” – გოცირიძე

“ჩვენს თვალწინ ხდება რუსთავი 2-ის განადგურება, ერთ-ერთი იშვიათი ბრენდისა, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შექმნილა. მის კორიდორებში პროკურორები დათარეშობენ, ფინანსური მოტივით რეპრესიებს მიმართავენ და სწორედ ფინანსები იქნება ის ინსტრუმენტები, რომლითაც რუსთავს მოგუდავენ. ეს ყველაზე ვერაგული ხერხია. ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა და ვერც ვშველით.

არაფერში სჭირდება ივანიშვილს თუნდაც მის სამსახურში მუშა რუსთავი, მას სჭირდება გაჩერებული რუსთავი, საზმაუს, ჯი-დი-ეს-ის, ტევე 9-ის მაგვარი. პატარა და იაფად შესანახი, მთლად მკვდარი რომ არ იყოს( დახურვას დააბრალებენ) და არც მთლად ცოცხალი, მოკლედ, ქიბარიზებული.

მის ნამსხვრევებზე ბევრი გაჩნდება ალბათ. ასეთია ბაზრის კანონი, მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას.

ეს არასდროს ეპატიება ამ ხელისუფლებას.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ-მომავალი ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს”

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობა”

სოციალური ქსელი

 

იტვირთბა....