ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, სადაც გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები და მომავალი თაობები” – ბახტაძე

ჩენ გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები და მომავალი თაობები – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გლდანში განახლებული პარკის საზეიმო გახსნისას განაცხადა.

„გილოცავთ ასეთი ლამაზი სკვერის გახსნას. მართლაც შესანიშნავია ეს ყველაფერი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ვაკეთებდით თბილისის განვითარების პროგრამას, ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით თქვენგან, თბილისელებისგან. ჩვენ ძალიან გვაკლია ჩვენს ლამაზ ქალაქში მსგავსი მწვანე სივრცეები. ეს არის ჩვენი მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა კალძეს და მის გუნდს ამისთვის. ჩენ გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები და მომავალი თაობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლამაზი სკვერი თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის უსაყვარლესი ადგილი გახდება, რომელიც ასე ლამაზად არის მოწყობილი. აქ ყველაფერს ნახავთ სპორტული მოედნებიდან დაწყებული და სპეციალური სივრცეებით დამთავრებული – ჩვენი ბავშვებისათვის, ყველაზე ძვირფასებისთვის, რომელიც ჩვენ გვყავს. ჩვენი ბავშვები ეს არის ჩვენი თაობა. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ისინი გაიზარდონ ასეთ ლამაზ, მეგობრულ გარემოში და ასეთ სითბოში და ამ სითბოს ჩვენ ყველანი აქ ვგრძნობთ. მადლობა თბილისის მერიას, ყველაფერ საუკეთესოს გისურვეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

იტვირთბა....