ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში თავის შვილებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილი წაიყვანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბაკურიანში დასასვენებლად, თავის შვილებთან ერთად, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის შვილი, დეა სახელაშვილი წაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას, შსს-ს ყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა პერტაია ავრცელებს. როგორც ის წერს, არჩილი ოჯახთან და დეასთან ერთად ბაკურიანში შემთხვევით ნახა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მყოფმა არჩილ თალაკვაძემ, 2015 წლის 14 სექტემბერს, გარდაცვლილი პოლიციელის გივი სახელაშვილის შვილი დეა სახელაშვილი ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში მიაცილა.

გივი (გიგა) სახელაშვილი 1980 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა. ის პოლიციის ლეიტენანტი იყო. 2008 წლის ომამდე ორი კვირით ადრე, გიგა სახელაშვილს მეორე შვილი _ პატარა დეა შეეძინა.სახელაშვილმა ამ დროს შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, სამსახურში გამოცხადდა.

 

არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი… ამიტომ დავწერ… როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც …

Gepostet von Thea Pertaia am Freitag, 2. August 2019

იტვირთბა....