მთავარი ციტატა

“ის, რაც ფაქტობრივად არსებობს, სჯობს, არსებობდეს მოწესრიგებული სახით” – მიქაუტაძე ლგბტ ქორწინებაზე

“დისკრიმინაციული არ არის, მაგრამ მომავალში აუცილებლად გახდება დამაბრკოლებელი და საკონსტიტუციო ნორმების შეცვლას სხვა სტანდარტი აქვს – იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვეტთ, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება მივანიჭოთ. ძალიან რთული თემაა, არ მიფიქრია, მაგრამ იცით რაზე ვფიქრობ ყოველთვის? ის, რაც ფაქტობრივად არსებობს, სჯობს არსებობდეს მოწესრიგებული სახით. თუ ჩვენ მოვლენებს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოებაში, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, დავუპირისპირდებით ხისტი ჩარევებით, როგორიც არის საკანონმდებლო დონეზე უფლებების მინიჭება ან არმინიჭება, ეს ყოველთვის გამოიღებს ცუდ შედეგს და სწორ მიზნამდე არ მიგვიყვანს. ამიტომ სჯობს , საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული ის ურთიერთობები, რომელსაც, ყველა ვაღიარებთ, რომ ისედაც არსებობს”.

გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატი

იტვირთბა....