თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე განაცხდა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის მიმართ, მისი წარსულის მიმართ და ყველაფრის მიმართ, სადაც კეზერაშვილი იყო გარეული
მისი თქმით, დავით კეზერაშვილის განცხადება ახლი მედიაპლატფორმის შექმნის შესახებ პრემიერის მხრიდან ზედმეტ შეფასებებს არ საჭიროებს.
„რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილს და მის რეპუტაციას, მის წარსულს თუ რითი იყო დაკავებული, როგორ წარმოგვიდგინა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კეზერაშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის სახე – მე ვფიქრობ ზედმეტ შეფასებას ჩემი მხრიდან არ საჭიროებს. ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის მიმართ, მისი წარსულის მიმართ და ყველაფრის მიმართ, სადაც ეს ადამიანი იყო გარეული“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.