ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონს შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 18 წლით პატიმრობა ემუქრება

World Boxing News იუწყება, რომ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს კრივში, კარლოს ბალდომირს საკუთარ ქალიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

48 წლის ბალდომირის დანაშაულებრივ ქმედებებზე მისმა ყოფილმა ცოლმა განაცხადა, რომლის თქმითაც, არგენტინელმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო შვილზე ძალადობა, როცა ის 8 წლის იყო.

შედეგად, სასამართლომ სპორტსმენს ბრალი წაუყენა, რომლის მიხედვითაც მას გისოსებს მიღმა ხანგრძლივი დროის გატარება ემუქრება.

ბალდომირმა კარიერაში 49 გამარჯვება და 16 წაგება დააგროვა – მან პროფესიონალური რინგი 2014 წელს დატოვა.

იტვირთბა....