ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიეცათ

ამიერიდან საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ საზღვარგარეთ მამაკაცის თანხმობის გარეშე წავიდნენ. ახალი კანონმდებლობა 2 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედითაც 21 წელზე მეტი ასაკის ქალს შეუძლია პასპოსტის დამზადებისთვის დამოუკიდებლად გააკეთოს განაცხადი. სპეციალური განკარგულება ასევე ქალებს აძლებს უფლებას დაარეგისტრირონ ბავშვის დაბადება, ქორწინება ან განქორწინება.

ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა აქვს მუშაობის უფლება. ამ დრომდე საუდის არაბეთში ქალები იძულებული იყვნენ ნებართვა მამაკაცისგან აეღოთ.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანის გადაწყვეტილებით, ქალებს მანქანის მართვის უფლებაც მიეცათ.

იტვირთბა....