aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია ისე ჩავიდინო დანაშაული, რომ კვალი არ დავტოვო” – გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და რომ სჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტია და შუძლია კვალი არ დატოვოს.

გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.

„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

ამასთან, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება იქიდან გამომდინარე, რომ საქმე პირველ რიგში სამოქალაქო წარმოებისაა.

„დირექტორი არის იურისტი და მან უნდა იცოდეს, რომ ეს პირველ რიგში სამოქალაქო წარმოების საქმეა. ასევე ნიჟარაძეს სამოქალაქო სარჩელი აქვს შეტანილი იგივე თემაზე და გაუგებარია სისხლის სამართლებრივი წესით რაზე დაობს, ჯერ სამოქალაქო დავა დაამთავროს და მერე, იქ რა დადგინდება, იმის მიხედვით იდაოს სისხლის სამართალში. უბრალოდ ერთიც და მეორეც არც იურისტია, არც მფლობელი, ორივე ბიძინა ივანიშვილის ფეხის ან ხელის ფრჩხილები არიან. ნინო ნიჟარაძის ადვოკატი შევარდნაძის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და დღესაც ეწევა საადვოკატო პროსტიტუციას”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

იტვირთბა....