ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე კომფორტულად აგრძნობინონ თავი” – ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე თავი კომფორტულად აგრძნობინონ – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მიქაუტაძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ფავორიტი კანდიდატი, რადგან ისინი ერთად იბრძვიან, თანამოაზრეები არიან და ამის მაგალითები იუსტიციის საბჭოში ძალიან ბევრია. თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, რომელიც დღეს, დარღვევით მიმდინარეობს.

„რადგან იუსტიციის საბჭოს მდივანი წარმოდგენილი არ არის სხდომაზე, სხდომას ისინი ძალიან კრეატიულად წარმართავენ. კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ასცდნენ, ვინაიდან კანონით დადგენილი არ არის ის, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს ან სერგო მეთოფიშვილს უფლება ჰქონდეთ, სხდომა გახსნან ან წარმართონ. ცხადია, რომ თანამოაზრეები არიან, ერთმანეთს ხელს უწყობენ, თუნდაც, აი, ამ ერთი დეტალით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინონ თავი გიორგი მიქაუტაძეს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იტვირთბა....