ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

„ნიკა შენს გვერდით ვართ“ – ნათელაშვილი

2 აგვისტოს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი2“ – ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია, გამოკითხვაზე დაიბარა.

გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამის შესახებ განცხადება გააკეთა, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნიკა შენს გვერდით ვართ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

პროკურატურაში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება თავად ნიკა გვარამია.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....