ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დღესდღეობით ია კიწმარიშვილი კონსულტაციებს გადის იურისტებთან, მას აქვს დავის სრული სამართლებრივი საფუძველი” – ზურაბ კიწმარიშვილი

ია ყოველთვის ამბობს, რომ რაც გვეკუთვნოდა, ის იქნება მოთხოვნილი. მაშინდელი ეს პროცენტული მაჩვენებლი იყო – 30%, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა, განუცხადა. ინფორმაციას “ინტერპესნიუსი” ავრცელებს.

„ია კიწმარიშვილი და ჩვენ, ვთვლით, რომ „რუსთავი 2“-ის წილის შესახებ დავა, ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, რომელიც ჰქონდა განსვენებულ ჩემს ძმას – ეს არის 30 % „რუსთავი 2“-ის. რამდენადაც ვიცი ამ პროცენტზეა საუბარი. ია ყოველთვის ამბობს, რომ რაც გვეკუთვნოდა, ის იქნება მოთხოვნილი. მაშინდელი ეს პროცენტული მაჩვენებლი იყო – 30%. დღესდღეობით ია კიწმარიშვილი კონსულტაციებს გადის იურისტებთან და ის თვლის, რომ მას აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი და მეც მაქვს მათ შორის. ია ამის შესახებ გადის კონსულტაციებს და სავარაუდოდ, დააფიქსირებს თავის პრეტენზიებს „რუსთავი 2“ -ის წილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

იტვირთბა....