aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით კეზერაშვილი, ფორმულა კრეატივთან ერთად ტელევიზიას ქმნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ფორმულა კრეატივში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ახალ მედიაპლატფორმასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობის შეთანხმება შედგა.

“ყველა ის ადამიანი, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აქვს შესაბამისი მიზნები და ამ მიზნების მიღწევის საშუალებებიც თანხვედრაშია, შეგვიძლია პოტენციურ პარტნიორებად განვიხილოთ. აქვე დავადასტურებ, რომ დავით კეზერაშვილსა და ჩვენს შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ და ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება და მაყურებელი იხილავს ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს. ეს იქნება სრულიად ახალი არხი რომლის ბრენდინგზე მუშაობა მიმდინარეობს და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. რაც შეეხება პროექტებს, რა თქმა უნდა, ჩვენს შექმნილ პროექტებს და კიდევ მრავალი სიახლეს მაყურებელი ახალ არხზე იხილავს”, — განაცხადებს On.ge.

შეგახსენებთ, რომ დღეს დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ, ფეისბუქ გვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა. მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შექმნა რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა.

იტვირთბა....