ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მილანი” თბილისში საფეხბურთო აკადემიას გახსნის

საქართველოს პირველ არხს საქართველოში „მილანის“ წარმომადგენელმა, ანა წერეთელმა განუცხადა, რომ საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება.

ანა წერეთელი თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ზურაბ წერეთლის შვილია. ის წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.

„იტალიური კლუბის აკადემიის გახსნა წელსაც გვსურდა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება და ამიტომ 2020 წლის შემოდგომისკენ ვგეგმავთ. მანამდე კი ბათუმში „მილანის“ ერთკვირიანი კემპი მოვაწყვეთ, რაშიც აჭარის მთავარობამ და ბათუმის „დინამოს“ სპონოსორის, „ეიჩ გრუპის“ (H Group) დამფუძნებელმა, არჩილ ბერიძემ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს“ – ამბობს ანა წერეთელი.

მოლაპარაკების პროცესში, იტალიური გრანდის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ:

„ხელშეკრულება გამზადებულია. „მილანის“ აკადემია კი საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკის“ ბაზაზე „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტის რექტორის, დავით კერესელიძის დახმარებით აშენდება და საქართველოში გამორჩეული ინფრასტრუქტურა ექნება. ძალიან მიხარია, იტალიური ბრენდი საქართველოში რომ შემოვიყვანე“.

იტალიური საფეხბურთო გრანდის საფეხბურთო ბანაკის პრეზენტაცია გუშინ ბათუმში შედგა – „მილანის“ კემპი ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ️10-15 სექტემბერს გაიმართება, 6 დღე გაგრძელდება და მას „მილანის“ ასაკობრივი მწვრთნელები გაუძღვებიან.

იტვირთბა....