ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი მხრიდან არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ადგილი” – დვალი “რუსთვი 2-ის საქმეზე

“რუსთავი2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც ხდება „რუსთავი 2“-ის თავს მიუღებელი და დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას

დვალის თქით, ის და ჯარჯი აქიმიძე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას იწყებენ და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად საზოგადოებას უკვე კონსულტაციების შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას.

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენ განცხადებებს და იქ გაიჟღერა თურმე ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, კონტრწინადადებებს ელოდებიან და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადება არის პასუხი, არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ადგილი. ჩვენ მაშინ შეხვედრაზეც პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ კი ბატონო, ბრძანეთ, თქვენი ნებაა და ჩვენი პასუხი იქნება კი ან არა. სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, დაგემილი გვაქვს შეხვედრები, მათ შორის დღეს და ხვალაც. მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებთ, ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც „რუსთავი 2“-ის თავს ხდება მიუღებელი და დაუშვებელია, გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას“,-აცხადებს დვალი.

იტვირთბა....