ხელვაჩაურის რაიონ სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტის (ჯამში 9 020 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი.
საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.