„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
კუპრავას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება. მან 2018 წლის 11 ივნისს სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა, რის შემდეგაც გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს ამიტომაც, მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.
ზემოთ აღნიშული ფატებისა და სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.