“ეს ქალი ახვარია და მკვდარს და ცოცხალს ვაგინებ ახლა”, ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, საქართველოს ვიცეპრემიერს, მაია ცქიტიშვილს, სოციალურ ქსელში მიმართა.
“ეს ქალი ახვარია და მკვდარს და ცოცხალს ვაგინებ ახლა, მის მომთრევსაც, მასაც, მის წინაპრებსაც, მის შთამომავლებსაც – ყველას ვაგინებ ძალიან დამამცირებელი, ბილწი სიტყვებით.
უბრალოდ არ ვწერ საჯაროდ – მკითხველს ვცემ პატივს.
ეს უთავმოყვარეო ახვარი!” , – წერს ჩერგოლეიშილი
მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ცქიტიშვილმა განაცხადა, რო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გიორგი გაბუნიას მიერ ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, გინებაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა.
“ლარს პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს,” – თქვა მაია ცქიტიშვილმა.