რუსეთის ფედერაციაში, კრასნოიარსკის რეგიონში, ამჟამად ხანძრის 100-მდე კერაა დაფიქსირებული. ტყის ხანძრები, საერთო ჯამში, ერთ მილიონზე მეტ ჰექტარზეა გავრცელებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაგამოცემა ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სატყეოს რეგიონული სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის კერები შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებშია, სადაც პრაქტიკულად არ არის ადამიანებით დასახლებული პუნქტები და ღირებული ტყეები. აქედან გამომდინარე, ტყის ხანძრების გამო ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეში არ არის. სამედიცინო კატასტროფის ტერიტორიულ ცენტრებში აცხადებენ, რომ კვამლის შედეგად ინტოქსიკაციით მოწამვლის შემთხვევებიც არ ფიქსირდება.
ცნობისათვის, ტყის მსხვილი ხანძრები ივლისის ბოლოს არსებული მონაცემებით არის ციმბირის ათამდე რეგიონში, მათ შორის იაკუტიში, კრასნოიარსკის ოლქში და ირკუტსკის ოლქში. ვარაუდობენ, რომ უკვე დღეს, 30 ივლისს, ხანძრების წარმოქმნილი კვამლი შესამჩნევი იქნება ალასკაზე.