ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უპასუხისმგებლო პარტიების მთავარი მიზანი იყო ზუსტად იქ მივეყვანეთ, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფებით” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, აისახება თუ არა საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და ლარის კურსის ცვლილება უპასუხა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიების მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ზუსტად იქ მივეყვანეთ, ახლა რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა

კალაძის თქმით, ქვეყანა ეკონომიკურად წლების განმავლობაში ვითარდებოდა, რაც მოსახლეობის ჯიბეზე აისახებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უპასუხისმგებლო პარტიების ქმედებებმა ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ ვითარებაზე. რატომ იყო ეკონომიკური განვითარება ბოლო წლების განმავლობაში? იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკა, ტურისტების რაოდენობა იზრდებოდა. შემიძლია ბოლო წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკა გაჩვენოთ, თუ როგორ იზრდებოდა რესტორნების, ახალი კაფე-ბარების, ჰოსტელების რაოდენობა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯიბეზე და კეთილდღეობაზე აისახებოდა. ის, რაც მივიღეთ და როგორც განვითარდა ბოლოს მოვლენები და რა თქმა უნდა ამაში წვლილი მიუძღვის უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ზუსტად აქ მივეყვანეთ, ახლა რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ძალიან სწრაფად არის დასაგეგმი კონკრეტული ქმედებები, ღონისძიებები, რომ ამ ფაქტორებმა ხელი არ შეუშალოს ქვეყნის განვითარებას და წინსვლას“,-განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....