საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განახორციელოს „თიბისი-ანაკლია ჰოლდინგმა“ და მისი გაიგივება „თიბისი ჯგუფთან“ ან „თიბისი ბანკთან“, მართებული არ იქნება.
მისი თქმით, საჭიროა, რომ კონსორციუმმა პოლიტიკური სპეკულაციებისა და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად, თავისი ვალდებულებები შეასრულოს.
„რაც შეეხება შეკითხვას – აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი, არაერთხელ გაეცა პასუხი, მათ შორის მაღალი ტრიბუნიდან და გავიმეორებ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წარმატებით გაართვას თავი აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ის დრო და ძალისხმევა, რაც მთავრობამ, დონორებმა და კონსორციუმმა ამ საქმეში ჩავდეთ, არ დაიკარგოს და არსებულმა ინვესტორმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება, ამისთვის კი პოლიტიკური სპეკულაციების და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად, საჭიროა კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა. სტრატეგიულად, გლობალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, ამ პროექტში ამერიკული და ქართული ინვესტიცია მისასალმებელია.