ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით თბილისის აეროპორტში მგზავრს, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან მოდიოდა, ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.