“ამგვარი მოვლენები საქართველოს შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის. ეს ორი ადამიანი, მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც აღიარებული არიან პროფესიონალ ბიზნესმენებად. ისინი დირექტორთა საბჭომ აირჩია ლონდონში თიბისი ჯგუფის თავმჯდომარეებად. რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ხდება სასამართლოში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი, როგორც დემოკრატიამ და ქვეყანამ, სადაც სამართლებრივი დავის წარმოება ხდება პოლიტიკური მოტივაციის გარეშე. იმედი მაქვს, ეს ღირებულებები დაცული იქნება”.
პასკალ მანიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში