“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია დატოვა. ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან ივნისში მიიღო.
“გავანთავისუფლე ჩემი ‘სწენკა’ ნიუსრუმში.
13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.
ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.
სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის.
პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.
ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ…”, – წერს ცხომელიძე.