ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს.
ამ დროისთვის დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიყენებულ ჭრილობებით მკურნალობენ.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.