მთავარი ციტატა

“ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს”

“ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მთავრობაში ვმუშაობდი და წვდომა მაქვს, მე თუ ვერ გავიგე რას ედავებიან ამ ხალხს, ჩვეულებრივმა საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის. მე მგონია, რომ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას და რის გათეთრებას ედავებიან. ჯერ ერთი, ეს არის ძალიან რთული ტერმინი და რა იგულისხმება ამ ტერმინში, იურიდიული თვალსაზრისითაც ძალიან უჭირთ, რომ ახსნან ექსპერტებმა. ის, რაც აღწერილი არის ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკაშირე ფულის გათეთრებასთან”.

გიორგი ქობულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
პალიტრანიუსის” გადაცემა” “360 გრადუსი”

იტვირთბა....