ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ჯარი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ან ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს „რუსთავი2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ისეა, რომ ხვალ ამაზე საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინანადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია. მოვიფიქრებ“,-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-ში” საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.