ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო ყველას ფიქრებშია ვირუსულად გავრცელებული“ – “ფორბსი”

„საქართველო ყველას ფიქრებშია ვირუსული ფეისბუქჯგუფის წყალობით“ – ამ სათაურით მოგზაური და ჟურნალისტი, ბრეანა უილსონი, „ფორბსზე“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოზე ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილი არ არის. გასულ წელს თბილისი ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დავასახელე მსოფლიოში. ხუთი ქართველის წამოწყებით გვერდი ერთ ღამეში ვირუსული გახდა. დღეისათვის ის 275 ათას წევრს ითვლის. შეუძებელია „ფეისბუქზე“ გამოქვეყნმაზით მონუსხული არ დარჩე ან საქართველოს შესანიშნავი მრავალფეროვანი გარემოს დალაშქვრის სურვილი არ გაგიჩნდეს. ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს აღმოჩენის სრულიად ახალი შესაძლებლობაა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის ორ ათას მილზე გადაჭიმული ბილიკის კონცეფცია 2015 წელს შემუშავდა, ამჟამად ის ფინალურ ეტაპზეა. საცხენოსნო ტურების საშუალებით არის შესაძლებლობა, ჩაეფლოთ საქართველოს სოფლებისა და მწყემსების ცხოვრებაში. ათდღიანი მოგზაურობა მოიცავს საცხენოსნო ტურს. რვა დღის განმავლობაში 5-დან 7 საათამდე უნაგირზე გატარება მოგიწევთ. მოგზაურები ტყეების გავლით, მთებში სულ უფრო მაღლა და მაღლა აჰყავთ. მონასტრებიდან მთის სოფლებამდე, ეს არის საქართველოს აღმოჩენის იშვიათი შესაძლებლობა. ყაზბეგისა და აფხაზეთის ლანდშაფტიდან წყალტუბოს მიტოვებული საბჭოთა შენობებით დასრულებული, ჯეიმს კერვინის თვალი საქართველოს მთელი რიგი სილამაზის აღსაბეჭდად შეუდარებელი შესაძლებლობაა. გასაკვირი არ არის, რომ ის ხელმძღვანელობს ტურს ოქტომბერში და ფოტოგრაფებს დაგეხმარებათ საქართველოს საუკეთესო მხარეების აღბეჭდვაში. რა არის იმაზე უკეთესი გზა საქართველოს აღმოსაჩენად, ვიდრე დაგემოვნება მთელი მოგზაურობის განმავლობაში? მოგზაურები ყაზბეგში ადგილობრივ გესთჰაუზებში ჩერდებიან, სადაც მათ შეუძლიათ, დააგემოვნონ ტრადიციული საკვები იმ ოჯახთან ერთად, რომელმაც კერძები მოამზადა, ასევე ეწვიონ ქინძმარაულის მარანს, სადაც ადგილობრივი ღვინისა და ყველის ნიმუშებია წარმოდგენილი და დაესწრონ ხინკლის მომზადების მასტერკლასს“, – წერს ბრეანა უილსონი.

იტვირთბა....