ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ადვოკატი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის 50 000-ლარიანი გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000- ლარიანი გირაოს ჩანაცვლებით ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ადვოკატმა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ სააპელაციო საჩივარში მიუთითა. ჭაბაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოქრუაშვილი ამჟამად ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

იტვირთბა....