ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ნეიმარი გაუპატიურების საქმეში გაამართლეს

“პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, ნეიმარი, გაუპატიურების საქმეში გაამართლეს, პოლიციის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ფეხბურთელს დანაშაული არ ჩაუდენია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მოდელი, ნაჟილა დე სოუზა ბრალს სდებდა ნეიმარს გაუპატიურებაში. მისი თქმით, ინციდენტი 15 მაისს, პარიზის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა. დე სოუზას შეუძლია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.

სან-პაულოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეჩერდა.

მოგვიანებით თავად ნაჟილა ტრინდადის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი შესაძლო ცილისწამებისთვის. იგი პოლიციელებს კორუმპირებულებს უწოდებდა. ნაჟილა ტრინდადს რამდენიმე ადვოკატი ჩამოშორდა.

იტვირთბა....