ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ბრაზილიაში ციხის ამბოხებას 57 პატიმარი ემსხვერპლა

ბრაზილიის შტატ პირაში, ალტამირას მუნიციპალიტეტის ციხეში ამბოხება მოხდა, რომლის შედაგადაც  57 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად მათ ორი ზედამხედველი აიყვანეს მძევლად, ხოლო შემდეგ კი ციხის დიდი ნაწილი დაიკავეს.

ბუნტი, დაახლოებით, 5 საათს გრძელდებოდა. შეტაკება ნარკოტიკებით მოვაჭრე ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. პატიმრების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხუთავი აირით დაიხრჩო.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით,  დაპირისპირებისას16 პატიმარს ციხეში თავი მოაჭრეს.

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს, ციხეებზე კონტროლის გამკაცრება და ახალი ციხეების აშენება სურს. ბრაზილიის ციხეებში სასჯელს 750 ათასამდე პატიმარი იხდის. პატიმრების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

 

იტვირთბა....