ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოკოთი მოწამლული სამი ადამიანის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ლენტეხში, სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორი პაციენტი რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. კვლავ მძიმეა რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობაც. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ მოწამლულები ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. სამივეს სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნება.

იტვირთბა....