aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუშეთში, 18 წლის ახალგაზრდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუშეთში სამაშველო ოპერაცია კვლავ განახლდა. ამ დრომდე 18 წლის ლევან შაბალაიძეს ვერ პოულობენ. ღამის საათებში სამაშველო ეკიპაჟებიდა პოლიცია მდინარე სტორში მონიტორინგს ისევ ახორციელებდნენ.

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს.

შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე, თუმცა სამწუხაროდ, ახალგაზრდა ვერ იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....