ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ოქრუაშვილის საქმეს ყურადღებით დააკვირდება” – ლორა თორნტონი

აშშ – ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ოქრუაშვილის საქმეს ყურადღებით დააკვირდება მიიღებს ყველა სახის ინფორმაციას, – განაცხადა ამერიკის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

„ოქრუაშვილის საქმის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღე. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ საქმეს ყურადღებით დააკვირდება და ვაპირებთ, მივიღოთ ყველა სახის ინფორმაცია. ამ საქმის მიმდინარეობის განსჯისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ ყველა ამ საქმეს, მათ შორის ხაზარაძისა და სხვა საქმეებს, ყურადღებით ვაკვირდებით. პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ,“ – აღნიშშნა ლორა თორნტონმა.

იტვირთბა....