მთავარი ციტატა

“ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს”

“ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. მათი დამოკიდებულებაა – მერე რა, შეტევა იყო; მერე რა, შტურმი იყო; მერე რა, დესტაბილიზაცია იყო; მერე რა, ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე სერიოზული დარტყმა იყო; მერე რა, რა მოხდა, თუ ტურისტი არ ჩამოვა, რუსი იქნება თუ იაპონელი; ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც გამოხატავს ოპონენტი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შევაფასებდი, რადგან პოლიტიკოსები ამ თემაში რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით, მით უკეთესია. ზოგს სწამს და ზოგს არა იმის, რაც მოისმინა. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, პასუხი უნდა აგოს. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. თუ ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არგუმენტები გააჩნია და ხელმოწერების ნამდვილობას ამტკიცებს, ეს სხვა თემაა, რასაც თავისი განხილვა ექნება. თუ ვერ ამტკიცებს, ეს თაღლითობის სხვანაირი ფორმაა. არც ერთ შემთხვევაში არ მგონია, ირაკლი ოქრუაშვილისთვის რაიმე პოზიტიური პერსპექტივა იკვეთებოდეს. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლებრივად ან პოლიტიკურად რაიმე მყარი პოზიცია აქვს”.

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

იტვირთბა....